"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით, აზროვნების აკადემიაში ბაზრის კვლევაზე ბიზნესსესია გაიმართება


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე ზრუნვას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკი, აზროვნების აკადემიასთან პარტნიორობით, ბიზნესსესიების ციკლს აგრძელებს. 21 მაისს ღონისძიებების ციკლის ფარგლებში, გაიმართება ლექცია თემაზე - “ბაზრის კვლევა, სეგმენტაცია, კონკურენტული ანალიზი”, რომელსაც კრეატიული სააგენტო სუპერმარკეტის თანადამფუძნებელი, ვასკა ჩუბინიძე გაუძღვება.
ლექცია განკუთვნილია მეწარმეებისთვის, რომელთაც სურთ საკუთარი ბიზნესისთვის ბაზარზე გამორჩეული პოზიცია იპოვონ. შეხვედრაზე განხილული იქნება, თუ რატომ არის აუცილებელი ბაზრისა და კონკურენტების სიღრმისეული კვლევა ბიზნესის დარეგისტრირებამდე. მონაწილეები გაეცნობიან პრაქტიკულ ინსტრუმენტებს ბაზრის ეფექტური ანალიზისთვის, გაიგებენ კონკურენტების შესწავლის მეთოდებს და ხერხებს საკუთარი უპირატესობების აღმოსაჩენად.
ვასკა ჩუბინიძე ლექციაზე უპასუხებს შემდეგ საკვანძო კითხვებს:
რატომ არის აუცილებელი ბაზრისა და კონკურენტების კვლევა?
რომელია ის გავრცელებული შეცდომები, რასაც მცირე და საშუალო ბიზნესები საწყის ეტაპზე უშვებენ?
როგორ შეისწავლოს კონკურენტები და კვლევის რომელ მეთოდებს შეიძლება მიმართოს მცირე ბიზნესმა, როცა შეზღუდული რესურსით ოპერირებს?
რა მნიშვნელობა აქვს ბიზნესისთვის სეგმენტაციას და მომხმარებლის საჭიროებების ზუსტად განსაზღვრას?
შეხვედრა 21 მაისს, 20:00 საათზე, აზროვნების აკადემიაში, თინა იოსებიძის 57-ში გაიმართება.
ლექციების სრულ ციკლზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
აღსანიშნავია, რომ ბიზნეს სესიები საქართველოს ბანკის ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა.
(R)
თაგები:
საქართველოს ბანკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს