"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით, eCommerce Day Georgia 2025 გაიმართება - ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო


ავტორი
Front News საქართველო
"საქართველოს ბანკი" ბიზნესის მხარდაჭერას და მრავალფეროვანი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი იქომერს ასოციაცია საქართველოს პარტნიორია, რომლის ორგანიზებით, 31 ოქტომბერს, თბილისში, “შერატონ გრანდ მეტეხი პალასში” ყოველწლიური ღონისძიება - eCommerce Day Georgia 2025 ჩატარდება.
eCommerce Day Georgia უკვე მესამედ იმართება და იგი როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ბრენდებისა და ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის ცოდნის გაზიარებისა და ახალი პროფესიული კავშირების დამყარების პლატფორმად იქცა.
წლევანდელ ღონისძიებაზე საკუთარ გამოცდილებას გააზიარებენ ისეთი გლობალური კომპანიების წარმომადგენლები, როგორებიცაა: Amazon Web Service, Avianca, IE Tech School, Visa და ა.შ. ისინი ელექტრონული კომერციის სფეროს სიახლეებზე, ინოვაციებზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ.
წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემებია:
ხელოვნური ინტელექტი ელექტრონულ კომერციაში;
ლაივ და სოცმედია ელ. კომერცია;
ონლაინ სერვისების პლატფორმები.
„ელექტრონული კომერცია დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური სექტორია და ჩვენი მისიაა, საქართველოში ამ მიმართულებას ახალი სიჩქარე და ენერგია შევძინოთ. „იქომერსის დღე“ უნიკალური პლატფორმაა, სადაც ადგილობრივი პრაქტიკა საერთაშორისო გამოცდილებას ერწყმის და ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობები იქმნება. მონაწილეებს ექნებათ საშუალება, გაეცნონ იმ ბრენდების ისტორიებსა და სტრატეგიებს, რომლებიც განსაზღვრავენ გლობალურ ტენდენციებს და წყვეტენ ინდუსტრიის მომავალს,” - ამბობს იქომერს ასოციაცია საქართველოს თავმჯდომარე ლადო კანდელაკი.
„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ კომპანიებს ჰქონდეთ წვდომა იმ ცოდნასა და გამოცდილებაზე, რაც გლობალურ დონეზე ციფრული ტრანსფორმაციის პროცესს განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ, ვუჭერთ მხარს eCommerce Day Georgia 2025-ს, რადგან მსგავსი პლატფორმები ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, გაიგოს, როგორ შეიძლება ინოვაციები და ხელოვნური ინტელექტი გახდეს მათი განვითარების რეალური ბერკეტი”, - ამბობენ საქართველოს ბანკში.
ღონისძიების მთავარი პარტნიორია: საქართველოს ბანკი ბიზნესი
ინოვაციების პარტნიორია: Visa
პარტნიორები არიან: Amazon Web Service; Aversi; BDO Digital; Elit Electronics; Glovo; IE Tech School; Web Features…
ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.
იქომერს ასოციაცია საქართველო დაარსდა 2020 წელს, ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის გაძლიერების მიზნით და წლების განმავლობაში ახორციელებს ისეთ პროექტებს, რომლებიც ასოციაციის და მისი წევრების შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაზრდას ემსახურება. წლევანდელი კონფერენციაც სწორედ ამ ამოცანებს აერთიანებს, რაც ადგილობრივი ბიზნესებისთვის იდეალური შესაძლებლობაა, შექმნან სტრატეგიული პარტნიორობა ქართულ ელექტრონული კომერციის საზოგადოებასთან.
(R)
თაგები:
საქართველოს ბანკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს