"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით, ქალი მეწარმეებისთვის ელ. კომერციის თემაზე ვორკშოპი გაიმართება


ავტორი
Front News საქართველო
'საქართველოს ბანკის" ორგანიზებით, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, მეწარმე ქალებისთვის ვორკშოპი “პროდუქტის განთავსების მნიშვნელობა მარკეტფლეისზე” გაიმართება. ღონისძიება 13 ოქტომბერს ჩატარდება და მას მარიშა გოგოლაური, EXTRA-ს მარკეტინგის დირექტორი გაუძღვება.
ვორქშოპზე მეწარმე ქალები გაიგებენ:
როგორ ამარტივებს მარკეტფლეისი ბიზნესის ოპერირებას;
როგორ შეუძლია ბიზნესს დაზოგოს დრო და ხარჯები;
რა როლი აქვს ე.წ Buy Box-ებს ელექტრონულ კომერციაში;
როგორ წარმოვაჩინოთ პროდუქტი ფიზიკურ და ონლაინ სივრცეში;
როგორ შეიძლება პროდუქტის შექმნა და მისი მთავარი ღირებულებების გამოყენება ბრენდის პოზიციონირების დროს;
რამდენად მრავალფეროვანია გაყიდვების არხები და სხვა.
შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში გაიმართება და დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, სპიკერთან ერთად საკუთარი საქმიანობისთვის საინტერესო საკითხები განიხილონ.
ღონისძიება 13 ოქტომბერს, 17:00-ზე საქართველოს ბანკის 4B ფილიალში, ალექსანდრე ყაზბეგის N 15-ში გაიმართება.
ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
აღსანიშნავია, რომ ვორკშოპი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილს წარმოადგენს. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.
(R)
თაგები:
საქართველოს ბანკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს