
ავტორი
Front News საქართველო
"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით, ვაზისუბნის მამულში ქართული ღვინის აშშ-ის ბაზარზე ექსპორტის თემაზე ერთდღიანი ინტენსიური ვორქშოპი გაიმართა. ღონისძიება ორგანიზებული იყო YTILI | Young Transatlantic Innovation Leaders Initiative-ის სამოქმედო პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და American Councils for International Education-ის მხარდაჭერით.
ვორქშოპი ქართველი მეღვინეებისა და ღვინის მწარმოებლებისთვის ჩატარდა და აშშ-ის ბაზარზე ექსპორტის სრული ჯაჭვის გაცნობას დაეთმო. მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ინფორმაცია ბაზარზე შესვლის სტრატეგიების, რეგულაციების, დისტრიბუციის, გაყიდვების პროცესისა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შესახებ.
ღონისძიების სპეციალური სტუმარი იყო კომპანია Fast Penny Spirits-ის (Amaricano) დამფუძნებელი ჯეიმი ჰანტი, რომლის პროდუქცია დღეს აშშ-ის 9 შტატში იყიდება. მან მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და დეტალურად ისაუბრა იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც აშშ-ის ბაზარზე ოპერირებას ახლავს თან.
საქართველოს ბანკისთვის მეღვინეობის მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ სექტორის განვითარებას, ცოდნის გაზიარებასა და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოზიციების გაძლიერებას. მსგავსი შეხვედრები მეღვინეებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და უკეთ მოემზადონ ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისებისთვის“, — განაცხადა ეკატერინე ჭურაძემ, საქართველოს ბანკის არაფინანსური პროდუქტების განვითარების და სუბსიდირებული პროექტების სამსახურის უფროსმა.
ღონისძიების პარტნიორები იყვნენ ვაზისუბნის მამული და Aramex Georgia.
(R)
თაგები:
საქართველოს ბანკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს