"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით, ორთაჭალაში „სკოლა ახალი თაობა“ გაიხსნა

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა უცვლელი პრიორიტეტია და ამ მიზნით ბანკი არაერთ პროექტს უჭერს მხარს. ამჯერად, ბანკის ფინანსური ჩართულობით, ორთაჭალაში თანამედროვე სტანდარტების მქონე „სკოლა ახალი თაობა“ გაიხსნა.
სკოლა 6,700 კვ.მ ფართობზე არის განთავსებული, რეკრეაციულ და ეკოლოგიურად სუფთა ზონაში. კომპლექსი ორ შენობას აერთიანებს - დაწყებითი და საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის. ორივე კამპუსი აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიებით, რობოტექნიკის სივრცეებითა და ინოვაციური ტექნოლოგიებით. სკოლის ტერიტორიაზე ასევე ფუნქციონირებს კაფეტერია, სპორტული მოედანი და გამწვანებული, მოსასვენებელი ზონები.
გარდა ინფრასტრუქტურისა, სკოლა დიდ ყურადღებას უთმობს სწავლების ხარისხს. სწავლების პროცესში გამოყენებულია ფინურ მოდელზე დაფუძნებული მიდგომები. პედაგოგები კი მუდმივად გადიან საერთაშორისო ტრენინგებსა და პროფესიულ სემინარებს. სკოლაში ფუნქციონირებს რობოტიკის, წიგნიერების, ფსიქოლოგიის, ხელოვნური ინტელექტისა და გრაფიკული დიზაინის კლუბები.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მიმდინარეობს ამერიკული საგანმანათლებლო პროგრამა Cognia-ს დანერგვა, რომლის დასრულების შემდეგ მოსწავლეები როგორც ქართულ, ასევე ამერიკულ საშუალო სკოლის დიპლომს მიიღებენ.
„ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა სკოლა, რომელიც თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ინოვაციური ტექნოლოგიებითა და სწავლების მეთოდებით განათლების სფეროში ახალ სტანდარტების დანერგვას შეუწყობს ხელს. გვსურდა შეგვექმნა მრავალფეროვანი და უსაფრთხო სივრცე, სადაც მოსწავლეები მხოლოდ ცოდნას არ იღებენ, არამედ იზრდებიან როგორც დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და პასუხისმგებლიანი ადამიანები. საქართველოს ბანკთან თანამშრომლობამ მოგვცა შესაძლებლობა, იდეა რეალობად გვექცია და შეგვექმნა თანამედროვე სტანდარტების სასწავლო გარემო. ჩვენ ვხედავთ განათლებას, როგორც ქვეყნის განვითარების მთავარ რესურსს. სწორედ ამიტომ, მომავალშიც გავაგრძელებთ ისეთი ეკოსისტემის შექმნას, რომელიც აერთიანებს ცოდნას, ტექნოლოგიას და თანამედროვე მიდგომებს და ხელს უწყობს ქვეყანაში განათლების სფეროს განვითარებას”, - განაცხადა ანა უსტიაშვილმა, „სკოლა ახალი თაობის“ დირექტორმა
“განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. „სკოლა ახალი თაობა“ მოსწავლეებს თანამედროვე, ტექნოლოგიურად აღჭურვილ სასწავლო, განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს სთავაზობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პარტნიორ ბიზნესებთან ერთად განვახორციელოთ ისეთი პროექტები, რომლებიც ახალ თაობას თანამედროვე განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს. მსგავსი ინიციატივები ქვეყნის განათლების სისტემის განვითარებას უწყობს ხელს და მომავალ თაობას შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და მრავალმხრივ განვითარდნენ“, - აღნიშნა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გიორგი წეროძემ.
(R)
თაგები:
საქართველოს ბანკი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


