Logo

"საქართველოს ბანკის" მობილბანკში East Point-ის ციფრული სასაჩუქრე ბარათი ხელმისაწვდომია

ბიზნესი-ეკონომიკა
31
Frontnews image description

"საქართველოს ბანკი" სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. ამ მიზნით მობილბანკის ფუნქციონალები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა და ამჯერად, მათ East Point-ის ციფრული სასაჩუქრე ბარათი დაემატა.

ციფრული სასაჩუქრე ბარათის გაგზავნა სასურველ ადრესატთან მობილბანკით, მომენტალურად, მხოლოდ მობილურის ნომრის მითითებითაა შესაძლებელი.  გარდა ამისა, შესაძლებელია სასაჩუქრე ბარათის პერსონალიზება და დიზაინის შერჩევა, მისალოც წერილთან ერთად.

East Point-ის ციფრული ვაუჩერით, ადრესატს შესაძლებლობა აქვს, არა კონკრეტულ მაღაზიაში, არამედ, სავაჭრო ცენტრის პარტნიორ ყველა ობიექტში შეიძინოს სასურველი ნივთები.

ინფორმაციისთვის, ციფრული სასაჩუქრე ბარათის გაგზავნა შესაძლებელია ნებისმიერ ადამიანთან, იმისდა მიუხედავად, სარგებლობს თუ არა იგი საქართველოს ბანკის მობილბანკით.  შეძენილი სასაჩუქრე ბარათი კი ციფრულ საფულეში, ე.წ. Wallet-ში ემატება და გადახდაც მობილურის მეშვეობითაა შესაძლებელი. 

გადმოწერე მობილბანკი და გააგზავნე ციფრული სასაჩუქრე ბარათები მარტივად.

(R)

Advertisement