
ავტორი
Front News საქართველო
5, 6 და 7 ივნისს, ბაზარი ორბელიანზე, (ვეკუას 3) ქალი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
ღონისძიება "საქართველოს ბანკის", გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით და „ბაზარი ორბელიანთან“ პარტნიორობით ხორციელდება.
გამოფენა-გაყიდვა ქალი მეწარმეების მხარდაჭერასა და გაძლიერებას ისახავს მიზნად. მასზე წარმოდგენილი იქნება საკვები პროდუქტები, ხელნაკეთი თუ საყოფაცხოვრებო ნივთები.
გამოფენა-გაყიდვა 12:00-დან 20:00-მდე გაიმართება. ის ფიზიკური პირი, ვინც გამოფენაზე პროდუქციას საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით შეიძენს, 30%-იან ქეშბექს მიიღებს (მაქსიმუმ 50 ლარი).
შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია საქართველოს ბანკის ტერმინალით ისარგებლოთ. ქეშბექი კი ანგარიშზე მომენტალურად აისახება.
შეთავაზება ვრცელდება შემდეგ ობიექტებში გადახდისას:
LILE
Rcheuli
Akhvlediani ceramics
Lecobs
Tilisma
Lucy's Toys • ლუსის სათამაშოები
კომბლე
MaNo - Leather accessories
Strawberro
თვითშემეცნებითი დღიურები
myceramics
მაკულინას ხელნაკეთი სათამაშოები
BE
RAMA
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით და „ბაზარი ორბელიანთან“ პარტნიორობის ფარგლებში, „ბაზარი ორბელიანი“ ერთი წლის განმავლობაში, ყოველ თვე, სამი დღის განმავლობაში - პარასკევიდან კვირის ჩათვლით - სივრცეს მეწარმე ქალებს უთმობს, რათა მათ საკუთარი პროდუქცია ფართო აუდიტორიას წარუდგინონ.
შეთავაზების შესახებ დამატებითი დეტალებისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს
(R)
თაგები:
საქართველოს ბანკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს