
ავტორი
Front News საქართველო
"საქართველოს ბანკი" აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და რეგიონებში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას. ბანკი რეგულარულად მართავს შეხვედრებს, რომლებიც მიზნად ისახავს ბიზნესებისთვის როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ფინანსური შესაძლებლობების გაცნობას და მათთვის პრაქტიკული განვითარების ინსტრუმენტების შეთავაზებას.
ამჯერად, მორიგი შეხვედრა ბათუმში, SOLO ლაუნჯში, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის გაიმართა, რომელიც მიზნად EBRD-ის ფინანსური, საგრანტო და საკონსულტაციო შესაძლებლობების გაცნობას ისახავდა.
ღონისძიებაზე ადგილობრივ მეწარმეებს დეტალურად გააცნეს EBRD-ის მხარდაჭერის ინსტრუმენტები, რომლებიც ხელს უწყობს ბიზნესების განვითარებას, კონკურენტუნარიანობის ზრდასა და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების გამოყენებას. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია როგორც დაფინანსების ხელმისაწვდომ სქემებზე, ასევე საკონსულტაციო პროგრამებსა და საგრანტო კომპონენტებზე.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრები მომავალშიც რეგულარულად გაგრძელდება, რაც მიზნად ისახავს ბიზნესებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას და განვითარების შესაძლებლობების გაფართოებას.
(R)
თაგები:
საქართველოს ბანკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს