"საქართველოს ბანკის" ორგანიზებით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-12 ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ბანკის "მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის“ მე-12 ნაკადზე მონაწილეთა მიღება დაიწყო. ამჯერად, პროგრამა 16, 17 და 18 სექტემბერს ბათუმში გაიმართება.
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთისა და EFSE Entrepreneurship Academy-ის ხელშეწყობით ხორციელდება.
პროგრამა ქალ ლიდერებს იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს და ოთხ ღირებულებაზეა დაშენებული, ესენია: ცოდნა, მხარდაჭერა, გამოცდილება და თანამშრომლობა.
პროგრამის ერთ-ერთი პირველი ეტაპი სამდღიანი ინტენსიური ვორკშოპია, რომელსაც სხვადასხვა დარგის წამყვანი სპეციალისტები უძღვებიან.
პროგრამის ფარგლებში, მეწარმე ქალები:
სპეციალურად ამ პროგრამისთვის შემუშავებულ 3 კურსს businesscourse.ge-ზე გაივლიან და სერტიფიკატებს მიიღებენ;
დამატებით რესურსებსა და სხვადასხვა მნიშვნელოვან საინფორმაციო შეხვედრაზე მუდმივი წვდომა ექნებათ;
პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის ჯგუფურ და ინდივიდუალურ მხარდაჭერას მიიღებენ;
ისარგებლებენ გრანტის მიღების შესაძლებლობით და პრაქტიკული მხარდაჭერით (ქოუჩინგით) მიღებული გრანტების აღსრულების ეტაპზე;
შეიძენენ ახალ პროფესიულ კონტაქტებს და მიიღებენ გამოცდილებას სხვა მეწარმეებისგან;
"საქართველოს ბანკისთვის ქალ მეწარმეთა გაძლიერება და მათი ბიზნესის განვითარებაში მხარდაჭერა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, უკვე მე-12 ნაკადის ფარგლებში ვაგრძელებთ მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას, რომელიც ცოდნის, გამოცდილებისა და პრაქტიკული მხარდაჭერის ერთიან ეკოსისტემას ქმნის. გვჯერა, რომ პროგრამაში მონაწილე ქალები საკუთარი იდეების რეალიზაციას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში კიდევ უფრო დიდი წვლილის შეტანას შეძლებენ,“ – აცხადებენ საქართველოს ბანკში.
პროგრამაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.
(R)
თაგები:
საქართველოს ბანკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს