"საქართველოს ბანკის" ორგანიზებით, ვორკშოპი “სტრატეგიული დაგეგმარება და აღსრულება” გაიმართება


ავტორი
Front News საქართველო
"საქართველოს ბანკი", როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული ინსტიტუტი, საგანმანათლებლო ვორკშოპების ორგანიზებას განაგრძობს. ამჯერად, პლატფორმა ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, 25 აგვისტოს, 17:00 საათზე, 4B სივრცეში (ალექსანდრე ყაზბეგის N15), ქალი მეწარმეებისთვის ინტერაქციული ვორკშოპი გაიმართება. შეხვედრაზე განხილული იქნება ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნების სწორად დასახვა და მათი ეფექტიანი შესრულება. ვორკშოპს ალექსი გიჯაშვილი, AgileSchool-ის აღმასრულებელი დირექტორი გაუძღვება.
შეხვედრაზე განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:
OKR-ებისა და KPI-ების მიზანი და მათი გამოყენება სტრატეგიის დაგეგმვის პროცესში;
QBR მიდგომის არსი და მისი როლი ბიზნესპროცესების გაუმჯობესებაში.
ვორკშოპი ინტერაქციულ ფორმატში ჩატარდება, რაც მეწარმეებს შესაძლებლობას მისცემს, ჩაერთონ დისკუსიაში, დასვან კითხვები და სპიკერთან ერთად სხვადასხვა ბიზნესქეისი გააანალიზონ.
ვორკშოპზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
აღსანიშნავია, რომ ვორკშოპი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილს წარმოადგენს. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.
(R)
თაგები:
საქართველოს ბანკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს