"საქართველოს ბანკისა" და აზროვნების აკადემიის პარტნიორობით, ელექტრონულ კომერციაზე ბიზნეს სესია გაიმართა


ავტორი
Front News საქართველო
"საქართველოს ბანკი" მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებასა და მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, აზროვნების აკადემიასთან პარტნიორობით, აზროვნების აკადემიაში გაიმართა სესია თემაზე — „ბიზნესის გაციფრულება და ელ-კომერცია“, რომელსაც გიორგი ბერეჩიკიძე, Veli.Store-ის ციფრული მიმართულების მარკეტინგის ხელმძღვანელი გაუძღვა.
ლექცია განკუთვნილი იყო დამწყები და მოქმედი მეწარმეებისთვის, მენეჯერებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც ბიზნესის ციფრულ ტრანსფორმაციაზე ფიქრობენ ან მას სტრატეგიული მნიშვნელობა უკვე მიანიჭეს.
შეხვედრაზე მონაწილეებმა მიიღეს როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული რჩევები იმაზე, თუ როგორ უნდა მოერგონ ციფრულ სივრცეს, გამოიყენონ შესაბამისი ინსტრუმენტები და გაზარდონ ონლაინ გაყიდვები.
ლექციაზე ყურადღება გამახვილდა შემდეგ საკვანძო თემებზე:
რატომ არის აუცილებელი ბიზნესის გაციფრულება თანამედროვე ბაზარზე;
მომხმარებლის ციფრული გამოცდილების გზამკვლევი (customer journey);
ციფრული კომუნიკაცია, მონაცემთა გაციფრულება და ოპერაციების ავტომატიზაცია;
ონლაინ მაღაზიის შექმნის საფუძვლები და ციფრული გაყიდვების არხები;
შედეგების გაზომვის ინსტრუმენტები და წარმატების შეფასების მეთოდები.
ბიზნეს სესია საქართველოს ბანკისა და აზროვნების აკადემიის ლექციების ციკლის — „სანამ ბიზნესის რეგისტრაციას გადაწყვეტთ“ ნაწილია. ლექციების ციკლი სპეციალურად დამწყები მეწარმეებისთვის შეიქმნა. სერიების მიზანია მონაწილეებმა ბიზნესის დაწყების პროცესსა და მართვაზე სიღრმისეული, პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული ინფორმაცია მიიღონ.
აღსანიშნავია, რომ ბიზნეს სესიები საქართველოს ბანკის პლატფორმის — ბიზნეს 360°-ის ფარგლებში ხორციელდება. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის: საგანმანათლებლო აქტივობებს, პროგრამებს, კვლევებს, შეთავაზებებსა და ღონისძიებებს.
(R)
თაგები:
საქართველოს ბანკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს