საქართველოს დამოუკიდებლობის დღე


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პირველი რესპუბლიკის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 107 წელი გავიდა. 26 მაისი ეროვნული დღესასწაულია, რომელსაც მრავალი წელია, თიბისი გამორჩეულად აღნიშნავს.
თიბისიმ, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, გასულ წლებში, ანიმაცია, რადიოსპექტაკლი, დამოუკიდებლობის სკოლა, გმირები და სხვა გამორჩეული პროექტი შექმნა. ბრენდი წელსაც აგრძელებს ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიციას და საზოგადოებას ახალი ვიდეო რგოლით ულოცავს ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თარიღს.
დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად განვლილი განვითარების გზა, არც თიბისისთვის ყოფილა მარტივი. თუმცა, გამოწვევების საპასუხოდ, ყოველ შემდეგ საფეხურზე გამარჯვებული და კიდევ უფრო ძლიერი აგრძელებს სვლას. ყოველთვის ასეთი იყო თიბისი ამ ისტორიაში - შეუპოვარი, დაუნებებელი, გამარჯვებებითა და თვითრწმენით გაძლიერებული. თვითონ გამბედავი, მუდმივად იდგა და დგას ასეთივე ადამიანების გვერდით - ვინც არ ერიდება სურვილებს, დიდი თუ პატარა მიზნების დასახვას; ვინც გაბედულ ნაბიჯებს დგამს წინ; ვისაც სჯერა, რომ გადამწყვეტი ისტორიები სწორედ მაშინ იწყება, როდესაც იჯერებ.
დღეს ჩვენი დღეა ყველაზე ჯიუტი, ყველაზე თავნება და ყველაზე დამოუკიდებელი ხალხის დღე, რომლებიც საუკუნეებია ასე ჯიუტად ვამტკიცებთ, რომ შეუძლებელიც შეგვიძლია, მთავარია გვჯეროდეს!
(R)
თაგები:
დამოუკიდებლობის დღე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს