Logo

დავით ყიფიანის სახელობის თასს გორის “დილა” დაეუფლა

სპორტი
181
Frontnews image description

10 დეკემბერს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასისთვის ბრძოლაში ერთმანეთს “იბერია 1999” და გორის “დილა” დაუპირისპირდნენ, სადაც გორელემბა მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხეს და თასს დაეუფლნენ.

მატჩი დრამატულად დაიწყო, მეორე წუთზე “დილა გორის” ნახევარმცველმა ოთარ ფარულავამ დარტყმა შემოგვთავაზა, რომელსაც იბერიელთა მცველი გიორგი ჯგერენაია გადაეღობა, თუმცა მის დარტყმის დაბლოკვის მცდელობას უარყოფითი შედეგი, ავტოგოლი, მოჰყვა და გორის “დილა” დაწინაურდა.

გუნდები მაქსიმალურად ცდილობდნენ მეტოქის კარი აეღოთ, იყო მწვავე შეტევებიც, თუმცა პირველი ტაიმი ერთბურთიანი სხვაობით დასრულდა.

მეორე ნახევარში სცენარი განმეორდა და 48-ე წუთზე იბერიელთა შემადგენლობაში მყოფი ნიდერლანდელი მცველის, დერეკ აგიაკვას ავტოგოლის შემდეგ გორელთა უპირატესობა გაიზარდა.

მიუხედავად ორბურთიანი სხვაობისა მატჩში ტემპი არ დავარდნილა, პირიქით ორივე გუნდი დიდი მონდომებითა და ჟინით თამაშობდა.

71-ე წუთზე თბილისელებმა ერთი გოლის გაბათილება შეძლეს. გატანილი გოლის ავტორი გიორგი ჯგერენაია გახადა, რომელმაც მოახერხა მოწინააღმდეგის უპირატესობა მინიმუმამდე დაეყვანა.

გოლის შემდეგ შეხვედრა გამწვავდა, იბერიელებმა უფრო თამამად დაიწყეს შეტევები და ჰქონდათ გათანაბრების შანსებიც, მაგრამ გორელმა ფეხბურთელებმა მოახერხეს სიტუაციის განეიტრალებაც და თავისი მომენტების შექმნაც.

მატჩში წერტილი “დილას” თავდამსხმელმა აბაბუქარ კონტემ დასვა, რომელმაც 90-ე წუთზე ეფექტური დარტყმით თავის გუნდს ტიტული გაუნაღდა.

საბოლოოდ ტაბლოზე 3:1 დაფიქსირდა და გორის “დილა” საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებულია.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები