Logo

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა "ევრობასკეტზე" ესპანეთი დაამარცხა

საზოგადოება
208
Frontnews image description

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა "ევრობასკეტზე“ ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთი ანგარიშით 83:69 დაამარცხა.

თამაში კვიპროსში, ქალაქ ლიმასოლში გაიმართა.

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები "ევრობასკეტზე“ ზედიზედ მეექვსედ ასპარეზობს. ეროვნული ნაკრები მორიგ შეხვედრას 30 აგვისტოს, იტალიის ნაკრების წინააღმდეგ, საქართველოს დროით 16:00 საათზე გამართავს.

"ევრობასკეტ 2025“ 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

Advertisement