საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაზე ვატიკანიდან კარდინალი კურტ კოხი ჩამოვა

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე ვატიკანიდან საქართველოში ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის პრეფექტი, კარდინალი კურტ კოხი ჩამოვა, - ინფორმაციას Catholic.ge ვატიკანის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, კარდინალთან ერთად დელეგაციაში იქნებიან: ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის თანამშრომელი მონსენიორ ლადრაპა იარომირი; სამოციქულო ნუნციუსი და დიპლომატიური კორპუსის დეკანი საქართველოში მთავარეპისკოპოსი ანტე იოზიჩი; პაპის დესპანის მრჩეველი საქართველოში მონსენიორ ალექსანდრ რაჰინია; კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო; აღმოსავლეთ ევროპის სომეხ კათოლიკეთა ორდინარიუსი ერევანში მონსენიორ გევორქ ნორადუნგიანი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
საქართველოში გლოვაა გამოცხადებული.





