
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ 21 მაისს ევროკავშირის დელეგაციის წევრს საიმონ ვანდერბრუკს თბილისის აეროპორტში შემოსვლის უფლება არ მისცეს.
როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, საქართველოს ხელისუფლებამ სიტყვიერად მოიბოდიშა ამ დამამცირებელ ინციდენტზე.
"საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია ადასტურებს, რომ 21 მაისს ევროკავშირის დელეგაციის წევრს, საიმონ ვანდერბრუკს უფლება არ მისცეს, თბილისის აეროპორტში შემოსულიყო. ევროკავშირის დელეგაციის აკრედიტებული წევრისთვის შემოსვლაზე უარი ეწინააღმდეგება ვენის კონვენციით განსაზღვრულ დიპლომატიურ ურთიერთობებსა და სხვა შესაბამის ნორმებს, რომელთა პატივისცემა საქართველოს ვალდებულებით აქვს აღებული. ამ საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გადაეგზავნა. საქართველოს ხელისუფლებამ სიტყვიერად მოიბოდიშა ამ დამამცირებელ ინციდენტზე და დაადასტურა, რომ თანამშრომელს შეუძლია დაბრუნდეს თავის სამუშაო ადგილზე“, – აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.
თაგები:
ევროკავშირის წარმომადგენლობა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს