საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ეწვია


ავტორი
Front News საქართველო
შს მინისტრი გეკა გელაძე სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ არპინე სარგსიანს მასპიძლობს, რომელიც ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად, საქართველოში იმყოფება.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
"ღონისძიებას სომხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი, საელჩოს წარმომადგენლები, დელეგაციის წევრები, ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში არპინე სარგსიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდება.
ამასთან, ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრები ხელს მოაწერენ „საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმებას.
სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ასევე ეწვევა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, მომსახურების სააგენტოს და მათ საქმიანობას გაეცნობა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
შსს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს