საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთი 3:0 დაამარცხა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში ბულგარეთს უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა 3:0.
ანგარიში 30-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა, მეორე გოლი 43-ე წუთზე ნიკა გაგნიძემ გაიტანა, მატჩის საბოლოო ანგარიში კი გიორგი მიქაუტაძემ დააფიქსირა, რომელიც მორიგი 21-ე სანაკრებო გოლით ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირს შოთა არველაძეს (26) კიდევ უფრო დაუახლოვდა.
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი გამარჯვება იზეიმა, ორი ტურის შემდეგ ესპანეთისა და თურქეთის მსგავსად სამი ქულა აქვს და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს