საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ერევნის საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 21 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით სომხეთის დედაქალაქ ერევანში საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს.
ავთანდილ ასათიანის გუნდი ტურნირის ფარგლებში სამ შეხვედრას გამართავს. მეტოქეები კი 21 დეკემბერს ყირგიზეთი, 22 დეკემბერს მოლდოვა და 24 დეკემბერს მასპინძელი სომხეთი იქნებიან.
აღნიშნული საერთაშორისო ტურნირი ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადებას ემსახურება, რომელიც 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება.
თაგები:
ფუტსალის ეროვნული ნაკრები




