საქართველოს ფუტსალის ნაკრები ნოემბერში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ნოემბერში ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. გუნდი 9 და 10 ნოემბერს ესტონეთს დაუპირისპირდება.
შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 17:00 საათზე დაიწყება.
მოახლოებული ამხანაგური მატჩებისთვის გუნდი 15 ფეხბურთელით ემზადება.
აღსანიშნავია, რომ 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი გაიმართება.
ჩვენი გუნდი A ჯგუფში მოხვდა, სადაც საქართველოს მეტოქეები საფრანგეთი, ხორვატია და ჯგუფის მასპინძელი ლატვია იქნებიან.
თაგები:
ფუტსალი




