Logo

საქართველოს ფუტსალის ნაკრები სომხეთს დაუპირისპირდება

სპორტი
137
Frontnews image description

ხვალ, 24 დეკემბერს, საქართველოს ფუტსალის ნაკრები ერევნის საერთაშორისო ტურნირის მეორე შეხვედრაში მასპინძელ სომხეთს დაუპირისპირდება, მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

ავთანდილ ასათიანის გუნდმა 22 დეკემბერს ტურნირის პირველ შეხვედრაში მოლდოვა 5:1 დაამარცხა. ნაკრების რიგებიდან გოლები გიორგი ღავთაძემ, არჩილ სებისკვერაძემ და ნიკოლოზ გაბრიჩიძემ გაიტანეს.

დეკემბრის ამხანაგური მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ნაწილია. ევრო 2026 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც გუნდის მეტოქეები ლატვია, ხორვატია და საფრანგეთი იქნებიან.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები