საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ყირგიზეთი დაამარცხა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2026-ისთვის მზადების ფარგლებში ყირგიზეთს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.
მატჩს "თბილისი არენამ" უმასპინძლა.
ანგარიში პირველი ტაიმის მე-10 წუთზე ჯანო კვარაცხელიამ გახსნა. მალევე სტუმრებმა საპასუხო გოლით ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს, პირველი ნახევარი 1-1 დასრულდა.
მეორე ტაიმი არანაკლებ დაძაბული და დინამიკური გამოდგა. საქართველოს ნაკრების მეკარემ თორნიკე ბუკიამ არაერთი სახიფათო შეტევა მოიგერია, თუმცა საბოლოოდ ყირგიზეთის 4 ნომრის ზუსტ დარტყმას ვეღარ გაუმკლავდა და სტუმრებმა ანგარიში 2:1 გახადეს.
მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე ჯანო გიორგაიამ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო გამარჯვების გოლი გიორგი ჩიმაკაძემ გაიტანა, რომელმაც შეხვედრის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა.
განმეორებითი მატჩი 20 ოქტომბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 17:00 საათზე დაიწყება.
თაგები:
ფუტსალის ნაკრები

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა