Logo

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირაკლი ყურაშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

პოლიტიკა
234
Frontnews image description

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირაკლი ყურაშვილმა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ელისეს სასახლეში რწმუნებათა სიგელები გადასცა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცერემონიის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტსა და საქართველოს ელჩს შორის საუბარი გაიმართა, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს შეეხო.

"ემანუელ მაკრონმა მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპული მისწრაფებების მიმართ. ხაზი გაესვა საქართველოს გეოსტრატეგიულ როლს და შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას.

ირაკლი ყურაშვილმა საქართველოს მთავრობის სახელით, საქართველოსა და საფრანგეთს შორის პარტნიორობის განმტკიცების მზაობა გამოთქვა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement