"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურ დირექტორად ვანო ზარდიაშვილი დაინიშნა


ავტორი
Front News საქართველო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მართვაში არსებულ რამდენიმე ენერგეტიკულ კომპანიაში ახალი ხელმძღვანელები დაინიშნნენ.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საკადრო ცვლილებები განხორციელდა "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“, „საქრუსენერგოს“ და „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში“.
"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორის თანამდებობა ვანო ზარდიაშვილმა დაიკავა, რომელსაც ენერგეტიკის სფეროში, მათ შორის, მმართველ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იგი იკავებდა სსე-ის დირექტორთა საბჭოს წევრისა და იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკითხებში დირექტორის თანამდებობას, მანამდე იყო შპს „ენერგოტრანსის“ დირექტორის პირველი მოადგილე. ვანო ზარდიაშვილს აქვს მმართველობითი, კანონშემოქმედებითი და იურიდიული მიმართულებით საქმიანობის დიდი გამოცდილება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში იკავებდა გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილის თანამდებობას. იყო მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, ასევე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, წლების განმავლობაში სხვადასხვა უწყებაში მუშაობდა ხელმძღვანელ პოზიციებზე.
სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, მამუკა მენაღარიშვილი დაინიშნა სს გეს „საქრუსენერგოს“ გენერალურ დირექტორად, მასაც ასევე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს ენერგეტიკის სფეროში რეფორმების, მსხვილი პროექტების მართვისა და კოორდინაციის მიმართულებით. მენაღარიშვილი კომპანიაში 2009 წლიდან გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.
რაც შეეხება სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“, მას ვლადიმერ ძნელაძე უხელმძღვანელებს, რომელსაც საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სექტორში მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება და მართვის პრაქტიკა გააჩნია. ფონდში დანიშვნამდე ვლადიმერ ძნელაძე არაერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა, მათ შორის თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თაგები:
ვანო ზარდიაშვილი

“ფლანგვის დეტექტორი” – მე-9 მოწვევის პარლამენტარებმა საქმიანობა სახელმწიფო საწარმოებში გააგრძელეს

ვანო მაჭავარიანი – ეს რეზოლუცია არის ბოლო წვეთი იმისა, რომ საქართველოს პერსპექტივა ნულს გაუტოლდა

“საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები “შარქ თენქ საქართველოს” შარქებს შეხვდნენ