საქართველოს სომეხთა ეპარქია - ილია მეორის სახელი სამუდამოდ დარჩება, როგორც ერის სულიერი მამის, ქართველი ხალხის ხსნის სიმბოლო

ავტორი
Front News საქართველო
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ილია მეორის გარდაცვალების გამო, მისი სახელი სამუდამოდ დარჩება, როგორც ერის სულიერი მამის, ქართველი ხალხის ხსნის სიმბოლო, - ამის შესახებ საქართველოს სომეხთა ეპარქიის განცხადებაშია აღნიშნული.
ეპარქიის განცხადებით, საქართველოს სომეხთა ეპარქია აღავლენს ლოცვას ილია მეორის სულისათვის.
"კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ცხოვრების მთელი გზა, მისი თავდადება ეკლესიის, სულიერი მსახურების, თავისი ხალხისა და მთელი კაცობრიობის მიმართ, წარუშლელი ასოებით ჩაიწერა სულიერი ცხოვრების ისტორიის ფურცლებზე. მისი სახელი სამუდამოდ დარჩება, როგორც ერის სულიერი მამისა და ქართველი ხალხის ხსნის სიმბოლო. საქართველოს სომეხთა ეპარქია, ეპარქიის წინამძღვრის - მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ხელმძღვანელობით, აღავლენს ლოცვას ღმერთისადმი, რათა განსვენებულის სული ღირსი გახადოს მისი ზეციური ნათლისა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.





