
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის ძალები 15 მარტს არტილერიის დღეს აღნიშნავს. საიუბილეო ღონისძიებები ვაზიანის მე-5 და ხონის მე-6 საარტილერიო ბრიგადების სამხედრო ბაზებზე ჩატარდა.
მე-5 საარტილერიო ბრიგადაში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე არტილერისტებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ მიულოცა. მე-6 საარტილერიო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს, ასევე სიტყვით მიმართა დასავლეთის სარდლობის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ. მათ თავდაცვის ძალებისთვის არტილერიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
არტილერიის დღეს, სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით - "გენერალი კვინიტაძე“, „სამშობლოსთვის თავდადებული“, "გიორგი ანწუხელიძე“ და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
საარტილერიო ბრიგადებმა სამხედროების ოჯახის წევრებსა და სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლეს. სტუმრებს სამხედრო ბაზებზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკის დათვალიერებისა და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობის საშუალებაც ჰქონდათ.
თაგები:
არტილერიის დღე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს