
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტების მეუღლეებმა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდი დაათვალიერეს.
სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდარ ვუჩიჩის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სერბეთის პირველ ლედის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში საქართველოს პრეზიდენტის მეუღლემ თამარ ბაგრატიონმა უმასპინძლა.
სტუმრებთან ერთად მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდი დაათვალიერა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მეუღლე გაეცნო საქართველოს უმდიდრეს კულტურულ მემკვიდრეობას, უნიკალურ არქეოლოგიურ აღმოჩენებს და ქართული ოქრომჭედლობის საგანძურს.
თაგები:
საქართველოს ეროვნული მუზეუმი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს