
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში დენგეს ვირუსი დაფიქსირდა, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისივე ცნობით, დენგეს ვირუსი წინა კვირაში ერთ პირს დაუდასტურდა, თუმცა სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.
როგორც ცნობილია, ეს არის ვირუსი, რომელიც კოღოს ნაკბენით გადადის. დენგეს ინკუბაციური პერიოდი ჩვეულებრივ 5-7 დღეა, კლასიკური ფორმის დროს 15 დღემდე მერყეობს. ვირუსი იწყება მწვავე შემცივნებით და ტემპერატურის მატებით 39-41 გრადუსამდე. ასევე ახასიათებს ძლიერი თავის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი.
რაც შეეხება ებოლას ვირუსს, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, საქართველოში ებოლას შემთხვევები არ ფიქსირდება და მისი გავრცელების რისკი არ არსებობს.
თაგები:
დენგეს ვირუსი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს