საქართველოში ვიზიტით აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია იმყოფება

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში ვიზიტით აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია იმყოფება.
აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები საქართველოს ოფიციალურ პირებსა და ოპოზიციის ლიდერებს შეხვდებიან.
"მოხარულები ვართ ვუმასპინძლოთ კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციას საქართველოში! რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შეხვდებიან საქართველოს ოფიციალურ პირებსა და ოპოზიციის ლიდერებს.
ასევე, ეწვევიან დევნილთა დასახლებას წეროვანში, რათა გაეცნონ საქართველოში არსებულ ვითარებას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
კონგრესის დელეგაცია




