
ავტორი
Front News საქართველო
სოფელ ლაგვანთაში, მდ. საკაურას ხიდის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ, სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესთან, ონის მუნიციპალიტეტის მერთან სერგი ხიდეშელთან, პირველ მოადგილე გიორგი ნოდარიშვილთან და მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სოფელ ლაგვანთაში, 2020 წლის ძლიერი სტიქიის შედეგად, მდინარე საკაურაზე დაზიანებული სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა ადგილზე მოინახულა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სანაპირო ბურჯების მონოლითური რკინა-ბეტონით საყრდენი კედლების მოწყობა, ქვაბულის ძირში და პერიმეტრზე გრუნტის დამუშავება, ქვიშა-ხრეშოვანი და ბეტონის მოსამზადებელი ფენის მოწყობა.
პროექტის სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს “ხიდმშენი 99“ ასრულებს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფონდიდან ფინანსდება, რომლის ჯამური ღირებულებად 387 551 ლარია განსაზღვრული.
მდინარე საკაურაზე სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება და მისი დასრულება მიმდინარე წლის ივლისშია დაგეგმილი.
თაგები:
სერგო ხიდეშელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს