“სახალხო დამცველი არის ნაცდამცველი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ ჩამოიშორებს მისი საქმიანობას ამ შეფასებას”


ავტორი
Front News საქართველო
სჯობს ნინო ლომჯარიამ თავი დაანებოს ემოციურ შეძახილებს და სამართლებრივად შეაფასოს ვითარება, რამდენად დაცული იყო ადამიანის უფლებები, როცა აკავებდნენ და გადააჭარბა თუ არა ძალას პოლიციამ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მაგრამ რა არის სამარცხვინო, მე უკეთ ვიცი. სამარცხვინოა, როდესაც ადამიანებს დედას აგინებენ პირდაპირ ეთერში, პრეზიდენტს ამკობენ ისეთი სიტყვებით, რომელიც გამოწვევაა მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის და სახალხო დამცველი დუმს. სახალხო დამცველი არის ნაცდამცველი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ ჩამოიშორებს მისი საქმიანობას ამ შეფასებას“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
„იმაზე სამარცხვინო არაფერი შეიძლება მომხდარიყო საქართველოს გასაბჭოებიდან 100 წლის თავზე, როგორც ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება“, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, დღეს ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს