სახალხო დამცველი რიონის ხეობაში ჩავიდა


ავტორი
Front News საქართველო
ნინო ლომჯარია რიონის ხეობაში ჩავიდა. სახალხო დამცველი ხეობის მცველებს ხვდება. ომბუდსმენი იმ ლოკაციაზე მივიდა, სადაც პოლიციას ტერიტორია გადაკეტილი აქვს და აქტივისტებს გადაადგილებას უზღუდავს.
ომბუდსმენის განცხადებით, არ არსებობს არანაირი საფუძველი აღნიშნული შეზღუდვებისა და გადაადგილების აკრძალვა არაპროპორციულია.
"არანაირი სამართლებრივი არგუმენტაცია და დასაბუთება მე ჯერ არ მომისმენია, არც საჯაროდ, არც ოფიციალურად მიგვიღია და ვერც ადგილზე ვერ მივიღეთ. მიმაჩნია, რომ გამოყენებული ღონისძიება, გადაადგილების შეზღუდვა არის არაპროპორციული", – განაცხადა ლომჯარიამ.
ადგილზე ცოტა ხნის წინ მცირე ხმაურს ჰქონდა ადგილი. აქტივისტებს სურდათ ნინო ლონჯარიასთან ერთად გადაენაცვლათ იმ ტერიტორიაზე, სადაც ნამახვანჰესის მშენებლობა მიმდინარეობს, მაგრამ სამართალდამცველებმა მათ ამის უფლება არ მისცეს.
"ხელისუფლება რეპრესიული მეთოდებით ცდილობს ჩაახშოს ჩვენი პროტესტი. ბლოკპოსტი აქვს მოწყობილი და არავის გადაადგილების საშუალება არ ეძლევა. ახლა მითხრეს, რომ შენ შეგიძლია გაჰყვე ომბუდსმენს ნამახვანშიო, სხვა აქტივისტებს გადაადგილების საშუალება არ აქვთ. ასევე გადაადგილება აკრძალული აქვთ მოსახლეობას, რომლებიც ჩვენს პროტესტთან კავშირში არ არიან, ყველას ჩხრეკენ, ყველა მარშუტკას აჩერებენ", -განაცხადა მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა.
რიონის ხეობაში საპოლიციო კონტროლი მას შემდეგ გამკაცრდა, რაც "ენკას" ახალი დირექტორი მერაბ ლომინაძე სამართალდამცველებთან ერთად ნამახვანში ჩავიდა. მისი ჩასვლის პარალელურად განახლდა ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები, რამაც ადგილობრივების პროტესტი გამოიწვია, დაიგეგმა აქციაც. იმ მიზნით, რომ აქციას ჰესის მოწინააღმდეგეები არ შეერთებოდნენ, პოლიციამ ნამახვანისკენ მიმავალი გზა გადაკეტა. ამიტომ, რიონის ხეობაში ახლა პროტესტის ორი კერაა: გუმათსა და ნამახვანში.
ჰესის მოწინააღმდეგეების პროტესტი უკვე 166-ე დღეა გრძელდება.
თაგები:
