სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის წესთან დაკავშირებით “ქართული ოცნება” საკუთარ გეგმას დღის ბოლომდე წარადგენს

ავტორი
Front News საქართველო
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე და ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის წესთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელების მხრიდან დღეს დაყენებულ არც ერთ საკითხთან დაკავშირებით საწინააღმდეგო პოზიცია არ აქვს.
მისივე თქმით, ფრაქცია საკუთარ გეგმას საზოგადოებას დღის ბოლომდე წარუდგენს.
“არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან არ ყოფილა დაყენებული არც ერთი საკითხი, რომელიც ცდება ჩვენს პოზიციებს, ან არ ვაპირებთ მათ გათვალისწინებას რაიმე ფორმით. დღეს საღამომდე წარმოვადგენთ ჩვენს კონკრეტულ გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს არასამთავრობო სექტორის მაქსიმალურ ჩართულობასაც და ჩვენი ოპონენტების გუშინდელი აზრების გათვალისწინებასაც. პრაქტიკულად, გუშინ საპარლამენტო პარტიებთან და დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრების შეჯამება იქნება ჩვენი გადაწყვეტილება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე




