
ავტორი
Front News საქართველო
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად ციხეში შესვლას უახლოეს პერიოდში გეგმავს, – ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ის სრულად ენდობა აღნიშნულ ჯგუფში შემავალ ექსპერტებს.
“უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ შესვლას, ზუსტ დროს გაცნობებთ ცოტა ხნით ადრე ვიზიტამდე. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ წინასწარ არ დავაანონსოთ ჩვენ მიერ დაგეგმილი ვიზიტი. თუ ყველა მოთხოვნას, რაც სჭირდება პაციენტის მკურნალობას, ეს დაწესებულება დააკმაყოფილებს, იქნება შესაბამისი დასკვნა, თუ იქნება განსხვავებული მოსაზრება ამასაც, დამოუკიდებლად იტყვის აღნიშნული კონსილიუმი.
სახალხო დამცველი სრულად ენდობა აღნიშნულ ექსპერტებს. შეფასებებში და რეკომენდაციებში სამედიცინო თვალსაზრისით დავეყრდნობით აღნიშნული ექსპერტთა ჯგუფის გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს