
ავტორი
Front News საქართველო
სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიხეილ ღოღაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ პროტესტის ნიშნად მანქანიდან არ გადმოდიოდა და ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს გარეგნულად დაზიანებები არ აღენიშნება.
“ფიზიკური დაზიანებები მე ვერ შევნიშნე ამ ეტაპზე, თუმცა წარმოება მიმდინარეობს, ინფორმაციები გამოთხოვილია. მას არ უნდოდა გადმოსვლა ნომერ მე-18 დაწესებულებაში და ის გადმოიყვანეს მანქანიდან ძალის გამოყენებით”, – აღნიშნა მან.
სახალხო დამცველის წარმომადგენლის განცხადებით, ამ დროისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტი პროტესტის ნიშნად მკურნალობაზე უარს ამბობს და შიმშილობას აგრძელებს.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოს პალატაში მარტო, იზოლირებულად იმყოფება.
როგორც ღოღაძემ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, მესამე პრეზიდენტი გლდანში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს