
ავტორი
Front News საქართველო
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანის განმარტებით, ცვლილების შედეგად კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული სახდელების დაკისრება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და სხვა მუნიციპალიტეტებში, შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური ასპექტების გათვალისწინებით. ერთნაირი მიდგომის საფუძველზე დარეგულირდება, ცვლილება ეხება დარღვევებს როგორც სანქციების, ასევე ზოგადად დარეგულირების ნაწილში.
მომხსენებლის თქმით, სახდელების დაკისრების ერთნაირი მიდგომის საფუძველზე ყველა მუნიციპალიტეტი თანაბარ პირობებში ჩადგება, რაც მუნიციპალიტეტებში სოციალურ და ეკონომიკურ ფონს გააუმჯობესებს.
კომიტეტმა კენჭისყრით დაუჭირა მხარი კანონპროექტს.
თაგები:
კანონი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს