სახელმწიფო დეპარტამენტი – აშშ-ს სჯერა, რომ უკრაინას აქვს რამდენიმე სიურპრიზი ბრძოლის ველზე გასამარჯვებლად


ავტორი
Front News საქართველო
ამერიკის შეერთებულ შტატებს სჯერა, რომ უკრაინას აქვს რამდენიმე სიურპრიზი, რომელიც დაეხმარება მას ბრძოლის ველზე გამარჯვებაში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.
“ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინას აქვს გეგმა, რომელიც შეუძლია განახორციელოს ბრძოლის ველზე გამარჯვების მისაღწევად”, – განაცხადა მილერმა.
მისი თქმით, აშშ-მა გამარჯვებები დაინახა ბრძოლის ველზე – მათ შორის შავ ზღვაში რუსული გემის ჩაძირვა.
“ჩვენ გვჯერა, რომ მათ აქვთ რამდენიმე სიურპრიზი”, – აღნიშნა მილერმა.
4-5 მარტის ღამეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცდანიშნულების რაზმმა შეტევა განახორციელა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო გემზე “სერგეი კოტოვი”.
საზღვაო დრონების “Magura V5” დარტყმის შედეგად, გემს უკანა, მარჯვენა და მარცხენა მხარეები დაუზიანდა.
გემის განადგურება მოხდა უკრაინის ტერიტორიულ წყლებში, ქერჩის სრუტესთან ახლოს. ჩაძირული გემის ღირებულება დაახლოებით 65 მილიონი დოლარია.
თაგები:
მეთიუ მილერი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს