სახელმწიფო დეპარტამენტი – უკრაინისთვის F-16-ის მიწოდება ჩვენი პრიორიტეტია და მის განხორციელებას უახლოეს თვეებში დავიწყებთ


ავტორი
Front News საქართველო
ამერიკის შეერთებული შტატები პრიორიტეტად მიიჩნევს უკრაინისთვის თანამედროვე F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას, შტატები იმუშავებს ამ მიზნის მისაღწევად უახლოეს თვეებში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა განაცხადა.
“პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათლად თქვა, რომ ჩვენ დავიწყებთ უკრაინელი სამხედროების წვრთნას F-16-ის ფრენისთვის და ვიმუშავებთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უკრაინას მივაწოდოთ F-16 საბრძოლო თვითმფრინავები“, – განაცხადა მან.
ამასთან, მილერმა აღნიშნა, რომ არ აქვს ინფორმაცია “როდის ან როგორ მოხდება ეს, ან რომელი ქვეყნებიდან”.
”მაგრამ F-16-ის მიწოდება ჩვენი პრიორიტეტია და ჩვენ დავიწყებთ მის განხორციელებას უახლოეს თვეებში”, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს