Logo

სახელმწიფო დეპარტამენტი – ვინც ოთარ ფარცხალაძესთან ტრანზაქციებს ახორციელებს, თავს სანქციების რისკის ქვეშ აყენებს

პოლიტიკა
1420
Frontnews image description

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ვინც ოთარ ფარცხალაძესთან ტრანზაქციებს ახორციელებს, თავს სანქციების რისკის ქვეშ აყენებს.

 

ამის შესახებ სახდეპის მაღალჩინოსანმა “ფორმულას” ვაშინგტონის ბიუროს წერილობით უპასუხა.

 

“14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ქართველ-რუს ოლიგარქ ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც მუშაობდა FSB-სთან, რათა გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ. მის წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდა ნომერ-14024 აღმასრულებელი ბრძანების შესაბამისად, რომელიც აწესებს სანქციებს რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ, სპეციფიკურ, დამაზიანებელ საქმიანობასთან დაკავშირებით.

 

ვწუხვართ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებენ ტრანზაქციებს ფარცხალაძესთან ან ჩვენს მიერ რუსეთთან დაკავშირებული სანქციების ფარგლებში დასანქცირებულ სხვა პირებთან, საკუთარ თავს სანქციების რისკის ქვეშ აყენებენ.

 

საქართველოს საბანკო სისტემა იყო ერთ-ერთი საუკეთესო მიღწევა საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში. დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი ნებისმიერი ქვეყნის ჯანსაღი ეკონომიკის ქვაკუთხედია”, – აღნიშნავენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები