სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში კასპში მომხდარ ინციდენტზე ჟურნალისტების გამოკითხვა მიმდინარეობს


ავტორი
Front News საქართველო
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაზარალებული ჟურნალისტები გამოკითხვაზე იმყოფებიან, საქმე ეხება 18 თებერვალს კასპში პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილებისა და ძალაუფლების გადამეტების სავარაუდო ფაქტებს.
პილიციელებს ძალადობაში “მთავარი არხის”, “ტვ პირველისა” და “ფორმულას” ჟურნალისტები ადანაშაულებენ. ისინი პოლიციამ ძალის გამოყენებით საკრებულოს შენობიდან გაიყვანა.
“მთავარი არხის” ჟურნალისტის განცხადებით, მასზე ფიზიკურად იძალადეს, დაზიანდა ტექნიკაც.
ჟურნალისტების თქმით, რამდენიმე დღის გასვლის მიუხედავად, ამ დრომდე ამ ფაქტით გარდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და სახალხო დამცველისა, არავინ დაინტერესებულა.
თაგები:
კასპი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს