სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც იყო ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ცაგერის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვერცხლისფერი ნაძვის ნაცვლად, ობიექტი მოაწყო იაფფასიანიჯიშის მცენარეებით, რის შემდეგაც ოფიციალურ დოკუმენტში შეიტანა ყალბი მონაცემები დარგული მცენარეების სახეობასთან დაკავშირებით, რა გზითაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ თანხას.
გამოძიების პროცესში ბიუჯეტზე მიყენებული ზიანი სრულად იქნა ანაზღაურებული.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 – მე-3 ნაწილებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 6-დან 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს”,- აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
თაგები:
გამოძიება

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს