
ავტორი
Front News საქართველო
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ ონის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-121) საგლოლო-ჭიორა-ღების საავტომობილო გზის კმ1-კმ12 სტიქიის შედეგად დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა.
სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ პაპუნა გამყრელიძემ, ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა მოადგილეებთან ერთად.
პროექტის ფარგლებში, საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობით აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. პროექტის ღირებულება 11 679 430 ლარს შეადგენს.
თაგები:
ონი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს