
ავტორი
Front News საქართველო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრის, გენერალ-ლეიტენანტ ჯემალ გახოკიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრის, გენერალ-ლეიტენანტ ჯემალ გახოკიძის გარდაცვალების გამო.
განუზომლად დიდია მისი ღვაწლი სამშობლოს წინაშე და შეუფასებელია მისი დამსახურება ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბებაში.
ვუსამძიმრებთ ბატონი ჯემალ გახოკიძის ოჯახსა და ახლობლებს”, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
ჯემალ გახოკიძე 73 წლის ასაკში ორი დღის წინ გარდაიცვალა.
თაგები:
ჯემალ გახოკიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს