Logo

“სახელმწიფო ვერ დაუშვებს, რომ რამდენიმე პროვოკაციული ფიგურის და მათი რევოლუციური სცენარის გამო გააუქმოს კანონი და საზოგადოებრივი წესრიგი”

Frontnews image description

"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია ცდილობს რუსეთს დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოყენებით გადაფაროს ის უკანონო განცხადებები, რომელსაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია საჯაროდ აკეთებდა.

მისივე თქმით, მოვლენების ასეთ განვითარებაზე სრული პასუხისმგებლობა ოპოზიციას ეკისრება. 

"კარგი იქნება, თუ თავისივე ჩვენებებს, რომელიც საჯაროდ აქვთ გაკეთებული, არ შეცვლიან, რადგან მან დემონსტრაციულად განაცხადა, რომ მე არ დავემორჩილები კანონს, სახელმწიფო ინსტიტუტებს და გააკეთა ის ქმედება, რაც გააკეთა.

მერე შეეცადნენ, რომ ამის გასამართლებლად გავრილოვი მოეშველებინათ და ოპერატიულად გამოიყვანეს კავშირზე, დაიწყეს მისით სპეკულაცია და გავრილოვიც სიამოვნებით დათანხმდა, რომ ქვეყნის ასარევად მას კიდევ ერთხელ თავისი ჩართულობა გამოემჟღავნებინა.

სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება, რაც მას კანონიდან გამომდინარე უნდა მიეღო. აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ოპოზიციამ თავი ჩაიგდო ასეთ მდგომარეობაში, არის მათზე. 

ჩვენთვის საყურადღებოა ნებისმიერი განცხადება, რომელიც კეთდება ჩვენი მეგობარი ქვეყნების მიერ, მაგრამ სახელმწიფო ვერ დაუშვებს, რომ  ქვეყანაში რამდენიმე პოლიტიკური, პროვოკაციული ფიგურის და მათი რევოლუციური სცენარის გამო გააუქმოს სახელმწიფო ინსტიტუტები, კანონი და საზოგადოებრივი წესრიგი", -განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. 

თაგები:

Advertisement