Logo

“სახელმწიფოს ომი აქვს გამოცხადებული თავისი მოქალაქეებისთვის, რომლებიც იცავენ რიონის ხეობას”

საზოგადოება
1235
Frontnews image description

საიას ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი ზაალ გორგიძე რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ სახელმწიფოს თავისი მოქალაქეებისთვის ომი აქვს გამოცხადებული და ის მათ უფლებებს არღვევს. 

"თავისთავად ირღვევა გამოხატვის თავისუფლება და ფაქტობრივად, თუკი შელახვა და შეზღუდვა ვინმეს მხრიდან მოხდა, იგივე გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით, ეს რა თქმა უნდა, პოლიციის და სახელმწიფოს მხრიდან მოხდა, როდესაც რიონის ხეობის მცველებს დაახვედრეს გარკვეული ჯებირები და ფაქტობრივად საზღვარი გააკეთეს რიონის ხეობაში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს ომი აქვს გამოცხადებული თავისი მოქალაქეებისთვის. მოქალაქეებისთვის, რომლებიც იცავენ რიონის ხეობას და საქართველოს ინტერესებს.

აქ მოქალაქეებს გადაადგილების უფლება აქვთ შეზღუდული, შეზღუდული აქვთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, შეზღუდული აქვთ ასევე რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება"- აცხადებს ზაალ გორგიძე.

გუმათის დასახლებაში პოლიციას კვლავ რკინის ჯებირები აქვს აღმართული. ისინი ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეებს ხეობაში გადაადგილების უფლებას არ აძლევენ. თავის მხრივ, აქტივისტები კომპანია "ენკასთან" ბაზასთან არიან მობილიზებული, იმისთვის, რომ მძიმე ტექნიკას ტერიტორიაზე შესვლის საშუალება არ მისცენ.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები