სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ბრალდებით, 1954 წელს დაბადებული ო.ღ. დააკავეს.
დანაშაული თავისუფლების 3 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში, საკუთარ მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობაში მოწყობილი ჰქონდა არარეგისტრირებული სახერხი საამქრო, რომლის დათვალიერების შედეგად სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ე.წ. ლენტური ტიპის ხერხი ამოიღეს.
ასევე, საამქროს ტერიტორიაზე ნანახი და ამოღებულ იქნა 70 ცალი წიწვოვანი ჯიშის ხის მორი.
გამოძიება სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 287- ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
თაგები:
დაკავება

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს