
ავტორი
Front News საქართველო
ბევრ რამეს გავაკეთებ იმისთვის, რომ ადამიანური ურთიერთობა დავამყარო „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან, ყავაზე დავპატიჟებ, მწვადს შევწვავთ, ფეხბურთის მატჩზე წავალთ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტში განაცხადა.
მეგრელიშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, როგორ აპირებს „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან კომუნიკაციას და მათ დარწმუნებას, რომ საჭიროა „გირჩის“ გეგმის განხორციელება.
„სახლშიც დავპატიჟებთ, მწვადს შევწვავთ, ყავაზე დავპატიჟებ კაფეში, ფეხბურთის მატჩზე წავალ მათთან ერთად, რავიცი, მათ ბავშვებს გავიცნობ. ბევრ რამეს გავაკეთებ იმისთვის, რომ ადამიანური ურთიერთობა დავამყარო. ძალიან უცნაურად წარმოგიდგენიათ პარლამენტარების საქმიანობა. 21 წლის წინ ვმუშაობდი აქ პარლამენტარის თანაშემწედ და მაშინ ყველაფერი კეთდებოდა კულუარებში, კაბინეტებში, არა კომიტეტის სხდომებზე, არამედ სხვანაირად. რავიცი, შეიძლება, შევარდნაძის დრო იყო“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს