Logo

საკონკურსო კომისიამ ეროვნული ბანკის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორები შეარჩია

პოლიტიკა
1323
Frontnews image description

პარლამენტის საკონკურსო კომისიამ  საქართველოს  ეროვნული ბანკის 2022-2023 წლის და  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022-2023 წლის ანგარიშგების აუდიტების   განხორციელებისთვის აუდიტორები შეარჩია.

 

ეროვნული ბანკის  გარე აუდიტის ჩასატარებლად გამარჯვებულად  საერთაშორისო აუდიტორული კომპანია KPMG, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორად PricewaterhouseCoopers დასახელდა. ორივე კომპანია ე.წ. „დიდი ოთხეულის“ წევრია.

 

საკონკურსო კომისიამ,  რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობს,  ტექნიკური და ფინანსური წინადადებების გათვალისწინებით,  გამარჯვებულები დღეს გამოავლინა.  კომისიის მიერ შერჩეული კომპანიები პარლამენტს დასამტკიცებლად  სესიაზე წარედგინება.

 

კონკურსში მონაწილე აუდიტორული ფირმების მიერ წარმოდგენილი  დალუქული კონვერტები, კერძოდ ტექნიკური   წინადადებები კომისიის წინა სხდომაზე, ხოლო ფინანსური წინადადებები დღეს, აუდიტორული ფირმების წარმომადგენლების თანდასწრებით  გაიხსნა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები