საკურორტო სოფელ ტიმოთესუბანში სპორტული მოედნის და დასასვენებელი სივრცის მოწყობა დასრულდა

ავტორი
Front News საქართველო
საკურორტო სოფელ ტიმოთესუბანში სპორტული მოედნის და დასასვენებელი სივრცის მოწყობა დასრულდა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი მოეწყო. მოსასვენებელ სივრცეში გამწვანების სამუშაოები განხორციელდა, დამონტაჟდა გარე განათების ლამპიონები და საპარკო სკამები.
სამუშაოები ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა.
თაგები:
ბორჯომი











