სალიბაურში სამართალდამცველებმა ადგილობრივების მიერ გაშლილი კარვები აიღეს


ავტორი
Front News საქართველო
ხელვაჩაურის სოფელ სალიბაურში სამართალდამცველებმა რამდენიმე საათის წინ, ადგილობრივების მიერ გაშლილი კარვები აიღეს.
სალიბაურში მცხოვრებლებს ორ თვეზე მეტია, ამ ტერიტორიაზე კარვები აქვთ გაშლილი. ისინი ქობულეთი-ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობას აპროტესტებ და კომპენსაციას, ან ალტერნატიული ფართის გამოყოფას ითხოვენ.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ გზის მშენებლობის გამო მათ საცხოვრებელ სახლებს ზიანი მიადგა და იქ ცხოვრება საფრთხის შემცვლელია.
სწორედ ამის გამო, მათ უკვე ორ თვეზე მეტია შეაჩერეს სამუშაო პროცესი და კომპანიას სამუშაოს გარძელების საშუალებას არ აძლევენ. ისინი ხელისუფლებისგან დროულ რეაგირებას ითხოვენ.
თაგები:
ხელვაჩაური

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა